Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ზიეიჩის ტრანსფერით ინტერესდება

ბრიტანული სპორტული გამოცემების ცნობით, ზიეიჩი ტუხელის გეგმებში არ შედის და ჩელსი ზაფხულის სატრანსერო ფანჯრის პერიოდში ფეხბურთელის გაყიდვას გეგმავს.

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მილანი 28 წლის მოროკოელის გაფორმებას სერიოზულად განიხილავდა და Calciomercato-ს ცნობით, როსონერი ბედს ზაფხულში კიდევ ერთხელ სცდის.

ზიეიჩი ჩელსიში 2020 წლის ზაფხულში, 40 მილიონი ევრის სანაცვლოდ გადაბარგდა, მაგრამ სტაბილურად თამაში ვერ მოახერხა და ლურჯები მზად არიან ის იჯარის წესით გაასხვისონ, თუ დაინტერესებული მხარე მის ხელფასს სრულიად გადაიხდის.