Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ზიეიჩს არ ივიწყებს…

მილანი სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას განაგრძობს და ბრაჰიმ დიასის დაბრუნებსი მიუხედავად, გუნდის პრიორიტეტი ჰაკან ჩალჰანოღლუს შემცვლელის დამატებაა.

როსონერის საოცნებო ტრანსფერი ამ პოზიციაზე ჩელსის ნახევარმცველი ჰაკიმ ზიეიჩია, რომელსაც როგორც შემტევი ნახევარმცველის, ასევე მარჯვენა ვინგერის პოზიციაზე შეუძლია თამაში, თუმცა მისი სატრანსფერო ღირებულება გუნდს კონკრეტული ნაბიჯის გადადგმის საშუალებას არ აძლევს.

Tuttosport-ის ინფორმაციით, მილანი ზიეიჩის გაფორმების იმედს არ კარგავს და მის ტრანსფერზე მუშაობას აგვისტოში განაახლებს. ზიეიჩი ლურჯების გეგმებში არ შედის და მალდინის იმედი აქვს, რომ მსურველების ნაკლებობა ლონდონელებს ფეხბურთელის იჯარით გაშვებისკენ უბიძგებს…