Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი იანვარში ფორვარდის გაფორმებას არ აპირებს

სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, მილანს იტალიურ მედიაში არაერთი ფეხბურთელი დაუკავშირეს და იწერებოდა, რომ როსონერი ზამთარში ცენტრალურ მცველთან ერთად, ფორვარდის დამატებასაც შეეცდებოდა.

Corriere della Sera-ს ინფორმაციით, იბრას და ჟირუს ფიზიკური პრობლემების მიუხედავად, რომლებსაც ტრავმების გამო არაერთი მატჩის გამოტოვება მოუხდათ, გუნდი იანვარში ფორვარდის დამატებას არ აპირებს.

წყაროს ინფორმაციით, მალდინი-მასარას დუეტის პრიორიტეტი სიმონ კიაერის გაფორმება იქნება, ფორვარდის დამატებას კი გუნდი ზაფხულისთვის გეგმავს.