Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი იბრას შემცვლელის ძებნას იწყებს, 3 ვარიანტი როსონერის რადარზე

Calciomercato-ს ინფორმაციით, როსონერის ხელმძღვანელობა ეძებს ფეხბურთელს, რომელიც იბრას დაეხმარება და მომავალში მას ჩაანაცვლებს.

წყაროს ინფორმაციით, პაოლო მალდინი და რიკი მასარა 3 ვარიანტს განიხილავენ.

პირველი მათგანი ლიონის მემფის დეპაია, რომელსაც ლიონთან კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლოს უმთავრდება და გავრცელებული ინფორმაციით, 26 წლის ფეხბურთელი მის გახანგრძლივებას არ აპირებს და გუნდიდან წასვლა აქვს გადაწყვეტილი. როსონერის წინააღმდეგობას ბარსელონა უწევს და რონალდ კუმანის ფაქტორის გათვალისწინებით, ბლაუგრანას ფეხბურთელის გაფორმების უფრო მეტი შანსი აქვს.

მეორე ვარიანტი ლუკა იოვიჩია, ფეხბურთელი, რომელიც მილანის სასურველი ფეხბურთელების სიაში უკვე დიდი ხანია იმყოფება. სერბი ფეხბურთელი მადრიდის რეალში კიდევ ერთ უსახურ სეზონს ატარებს და არ არის გამორიცხული, რომ მილანმა სამეფო კლუბი ფეხბურთელის იჯარით გაშვებაზე დაითანხმოს.

მესამე მათგანი კი პსვ ეინდჰოვენის შემტევი, დონიელ მალენია, რომელიც UEFA-ს 50 ყველაზე იმედისმომცემ ახალგაზრდათა სიაში მოხვდა. მისი აგენტი ყველასთვის კარგად ნაცნობი მინო რაიოლაა და გავრცელებული ინფორმაციით, მილანმა ახალგაზრდა ფორვარდის შესახებ სუპერ აგენტთან პირველადი მოლაპარაკებები უკვე გამართა.