Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი იკარდის დამატებას იანვარში ეცდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანი ოლივიე ჟირუს და ზლატან იბრაჰიმოვიჩის ტრავმების გამო უკმაყოფილოა და შეტევის ხაზის გაძლიერებას ზამთარშივე შეეცდება.

Calciomercato-ს ინფორმაციით, მილანი ზამთარში პსჟ-ს არგენტინელი ფორვარდის მაურო იკარდის გაფორმებას შეეცდება, რომელსაც ფრანგული წყაროებიბს ცნობით გუნდთან მესის მისვლის შემდეგ დაძაბულობა აქვს.

ყველაზე დიდი პრობლემა იკარდის ხელფასია, რომელიც სეზონში 7.5 მილიონ ევროს იღებს, მაგრამ თუ არგენტინელ ფორვარდს პსჟ-ს დატოვება და სერია ა-ში დაბრუნება სურს, მას დათმობაზე წასვლა მოუწევს, რადგან იუვენტუსი მისი გაფორმებით დაინტერესებული აღარ არის და მილანი იკარდის ერთადერთი ვარიანტია.