Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი იკონეს ტრანსფერზე გააქტიურდა

იტალიური მედიის ინფორამციით, როსონერი ლილის მარჯვენა გარემარბის ჯონათან იკონეს ტრანსფერზე გააქტიურდა და ფრანგულ გუნდს პირველი წინადადებითაც მიმართა.

სეზონის ბოლოს მილანს სამუ კასტილეხო დატოვებს, რომელიც დიდი ალბათობით ესპანეთში დაბრუნდება და მის სანაცვლოდ როსონერი რამდენიმე ვარიანტს განიხილავს, მათ შორის 22 წლის ფრანგი მოწინავე პოზიციაზეა.

PianetaMilan-ის ინფორმაციით, როსონერიმ ლილს ფეხბურთელის 1-წლიანი იჯარა შესთავაზა, შემდგომში მისი 26 მილიონ ევროდ გამოსყიდვის შესაძლებლობით, რომელიც იმ შემთხვევაში, თუ როსონერი მომდევნო სეზონში სკუდეტოს მოიგებს, ვალდებულებად იქცევა.