Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი იკონეს ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს

მილანის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საზრუნავი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მარჯვენა ფლანგის გაძლიერება იქნება და როსონერი უკვე დიდი ხანია, ლილის 23 წლის ფეხბურთელს ჯონათან იკონეს უმიზნებს.

Calciomercato-ს ინფორმაციით, როსონერის წარმომადგენლები ფეხბურთელის აგენტთან მოლაპარაკებებს განაგრძობენ, თუმცა მათ კონკურენციას ატლეტიკო და დორტმუნდი უწევენ.

წყაროს ინფორმაციით, ახალგაზრდა ფრანგი ფეხბურთელის გაფორმება დაახლოებით 23 მილიონად არის შესაძლებელი, მაგრამ როსონერის ლილისთვის ჯერჯერობით წინადადებით არ მიუმართავს.