Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ილიჩიჩის ვარიანტს უბრუნდება

მილანმა ატალანტას იოსიპ ილიჩიჩის მიმართ ინტერესი განაახლა, თუმცა გუნდებს შორის მის ფასზე ჯერჯერობით შეთანხმება ვერ ხერხდება.

ილიჩიჩმა ბერგამოელთა მაისურით ჩატარებულ 149 მატჩში 56 გოლი გაიტანა და 39 საგოლე გადაცემა გააკეთა, მაგრამ გასპერინისთან დაძაბული ურთიერთობის გამო ის დიდი ალბათობით გუნდს სეზონის ბოლომდე დატოვებს.

SportMediaset-ის ინფორმაციით, ატალანტას ილიჩიჩის სანაცვლოდ 7-8 მილიონი ევროს მიღება სურს, თუმცა როსონერის 33 წლის ფეხბურთელის გაფორმება უფრო იაფად უნდა, რადგან ბერგამოელებს მისი გაშვება ფეხბურთელის მოთხოვნის გამო მოუწევთ და ადრე თუ გვიან შედარებით ნაკლებ თანხაზე დათანხმდებიან.