Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ინსინიეს აგენტს შეხვდა

მილანი ცოტა ხნის წინ ნაპოლის ლორენცო ინსინიეს აგენტს შეხვდა და მხარეებმა პარტენოპეის კაპიტანის გარშემო შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრეს.

ინსინიეს მიმდინარე კონტრაქტი 2022 წლის სეზონის ბოლოს ეწურება და მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ხელფასის გამო შეთანხმებას ვერ ახერხებენ, ამიტომ ჯანლუკა დი მარციოს ცნობით მისი ნეაპოლიდან წასვლა სეზონის ბოლოს გამორიცხული არ არის.

ინსინიე დაახლოებით 30-35 მილიონად არის შეფასებული, თუმცა თუ ნაპოლიმ მასთან სეზონის ბოლომდე შეთანხმებას ვერ მიაღწია, იტალიელი შემტევის გაყიდვა გაცილებით ნაკლებ ფასად მოუწევს.