Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ინსინიეს არ ივიწყებს

ლორენცო ინსინიეს ნაპოლისთან კონტრაქტი 2022 წელს ეწურება, თუმცა მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ვერ თანხმდებიან და არ არის გამორიცხული, რომ პარტენოპეის იტალიელი შემტევის გაყიდვა მოუწიოს, მილანი კი მისი ტრანსფერით უკვე დიდი ხანია ინტერესდება.

29 წლის ფეხბურთელი ახლანდელი კონტრაქტის მიხედვით ნაპოლიში სეზონში 4.6 მილიონს გამოიმუშავებს და მას ახალი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში 5 მილიონის მიღება სურს, თუმცა Gazzetta dello Sport-ის ცნობით, გუნდის პრეზიდენტს ამ თანხის შემცირება 3.5 მილიონამდე უნდა, რამაც გუნდის კაპიტნის უკმაყოფილება გამოიწვია.

ინსინიე დაახლოებით 50 მილიონად არის შეფასებული, თუმცა იმის გამო, რომ მისი კონტრაქტი 1 სეზონში იწურება, როსონერის იტალიელი შემტევის გაფორმება დაახლოებით 30 მილიონად შეეძლება…

გათიშვა