Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ინსინიეს სიტუაციას ყურადღებით აკვირდება…

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანი ინსინიეს სიტუაციას აკვირდება და თუ მხარეები ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, მზად არის იტალიელი ფეხბურთელის ტრანსფერზე იმუშაოს.

ლორენცოს, რომელსაც ნაპოლის მაისურით ჩატარებულ 397 მატჩში 109 გოლი და 85 საგოლე გადაცემა აქვს, მიმდინარე ხელშეკრულება პარტენოპეისთან 2022 წლის ზაფხულში ეწურება.

SportMediaset-ის ინფორამციით, 29 წლის იტალიელი ახალი ხელშეკრულების სანაცვლოდ ხელფასის გაზრდას 4.5 მილიონიდან 5.5 მილიონამდე ითხოვს, დე ლაურენტისს კი საპირისპიროდ მისი გასამრჯელოს შემცირება 3.5 მილიონამდე სურს.

დე ლაურენტისმა რამდენიმე დღის წინ ინსინიეს გუნდიდან წასვლა არ გამორიცხა და წყაროს ინფორმაციით, თუ უახლოეს კვირეებში მხარეები ვერ შეთანხმდნენ, მისი გაფორმება 20-25 მილიონის სანაცვლოდ იქნება შესაძლებელი, რისი გადახდაც როსონერის ჰაუგე-ლეაოს გაყიდვის შემთხვევაში თავისუფლად შეეძლება…