Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ინსინიეს სიტუაციას ყურადღებით აკვირდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერთან ერთად ნაპოლის ფორვარდის ლორენცო ინსინიეს სიტუაციას მილანიც აკვირდება და მზად არის, ზაფხულში ფეხბურთელს კონტრაქტი შესთავაზოს.

იტალიელ ფეხბურთელს ნაპოლისთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და მას გუნდში დარჩენა სურს, მაგრამ ახალი ხელშეკრულების სანაცვლოდ ხელფასის გაზრდას ითხოვს, ნაპოლის კი პირიქით, ახლანდელი გასამრჯელოს შემცირება სურს და ლორენცოს გუნდიდან წასვლა თავისუფალი აგენტის სტატუსით ყოველდღიურად უფრო რეალური ხდება.

Tuttosport-ის ინფორმაციით, მილანი სიტუაციას ყურადღებით აკვირდება და მეტიც, როსონერის წარმომადგენლები ინსინიეს აგენტს ზაფხულში უკვე შეხვდნენ. მართალია მილანს ინსინიეს პოზიციაზე ანტე რებიჩი და რაფაელ ლეაო უკვე ჰყავს, თუმცა მისი გამოცდილების და კლასის მქონე ფეხბურთელის უფასოდ გაფორმებაზე იტალიური გრანდი უარის თქმას არ აპირებს.