Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ინსინიეს ტრანსფერზე მუშაობს

ესპანური მედიის ინფორმაციით, მილანი ლორენცო ინსინიეს კანდიდატურას სერიოზულად განიხილავს და თუ იტალიელი ფორვარდი ნაპოლისთან ვერ შეთანხმდა, მის ტრანსფერზე მუშაობას გეგმავს.

ლორენცო ინსინიეს მიმდინარე კონტრაქტი ნაპოლისთან 2022 წლის ზაფხულში ეწურება და მხარეები ფინანსური დეტალების გამო ახალ ხელშეკრულებაზე ვერ თანხმდებიან. ინსინიეს ხელფასის გაზრდა 4.5 მილიონიდან 5.5 მილიონამდე სურს, დე ლაურენტისი კი მისი გასამრჯელოს შემცირებას 3.5 მილიონამდე აპირებს და იტალიურ მედიაში ისიც დაიწერა, რომ ნაპოლი ფეხბურთელს 30 მილიონის სანაცვლოდ შეელევა.

Todofichajes-ის ცნობით, ინსინიეს გუნდიდან წასვლის შემთხვევაში მისი დამატება იუვენტუსს და ატლეტიკოს სურთ, თუმცა ყველაზე მეტად მონდომებული მილანია და როსონერის ლეაო-ჰაუგეს გაყიდვის შემთხვევაში 30 მილიონის გადახდა არ გაუჭირდება…