Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ინტერთან მატჩის ბილეთების გაყიდვას იწყებს

21 თებერვალს სან სიროზე მილანური დერბი გაიმართება და ეს მატჩი სკუდეტოსთვის ბრძოლაში არსებულ ბევრ კითხვას გასცემს პასუხს.

მიუხედავად იმისა, რომ მაყურებლები მოედანზე დასწრებას ვერ მოახერხებენ, როსონერი მატჩის ვირტუალური ბილეთების გაყიდვას მაინც გეგმავს. ბილეთები 10,15 და 20 ევრო ეღირება, რომელთა მყიდველები სხვადასხვა წამახალისებელ პრიზებს მიიღებენ, მიღებული თანხა კი Milan Foundation-ის ფონდში ჩაირიცხება და ქველმოქმედებას მოხმარდება.