Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ინტერის ვინგერის ტრანსფერს განიხილავს

იტალიური მედისი ცნობით, მილანი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ინტერის მარცხენა ვინგერის ივან პერიშიჩის ტრანსფერზე მუშაობას გეგმავს.

32 წლის ხორვატი ფეხბურთელის კონტრაქტი ინტერთან 2022 წლის ზაფხულში იწურება და ის ბენეამატას ახალი მწვრთნელის სიმონე ინძაგის გეგმებში არ შედის, ამიტომ ფინანსური კრიზისის გამო ინტერს ფეხბურთელის გაყიდვა სურს..

MilanNews24-ის ინფორმაციით, როსონერი გუნდიდან იენს პეტერ ჰაუგეს და რაფაელ ლეაოს გაშვებას სერიოზულად განიხილავს და გამოცდილი ივან პერიშიჩი, რომლის გაფორმებაც გუნდს დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაუჯდება, შემადგენლობის კარგი გაძლიერება იქნება.