Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი, ინტერი და იუვენტუსი ალესანდრო ფლორენცის ტრანსფერს გეგმავენ

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანი, იუვენტუსი და ინტერი რომას უკანახაზელის ალესანდრო ფლორენცის გაფორმებას გეგმავენ, რომელსაც ჯალოროსი დაახლოებით 10-12 მილიონ ევროდ აფასებს.

30 წლის იტალიელმა მველმა გასული სეზონები იჯარის წესით სხვადასხვა გუნდის რიგებში გაატარა და სიტუაცია უკეთესობისკენ არც გუნდში მოურინიოს გამოჩენამ შეცვალა. მისი კონტრაქტი ჯალოროსისთან 2022 წლის ზაფხულში იწურება და სავარაუდოდ ის რომას სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სამუდამოდ დატოვებს.

მარჯვენა ფლანგის გაძლიერება სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იუვენტუსის, ინტერის და მილანის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი იქნება და La Nazione-ს მტკიცებით, ალესანდროს დამატებას სამივე მათგანი ეცდება.