Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი, ინტერი და იუვე მილენკოვიჩისთვის იბრძოლებენ

იტალიური მედიის ინფორმაციით, ფიორენტინას მცდელობის მიუხედავად, ნიკოლა მილენკოვიჩი იებთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს და ფლორენციელებს ახალგაზრდა ცენტრალური მცველის გაყიდვა სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მოუწევთ.

23 წლის სერბ ფეხბურთელის ფიორენტინასთან მიმდინარე ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულში ეწურება და თუ ფიორეს მისი უფასო დაკარგვა არ სურს, გაყიდვის გარდა სხვა გზა აღარ დარჩენია.

მილენკოვიჩის სახელს იუვენტუსს, ინტერს და მილანს უკვე საკმაოდ დიდი ხანია უკავშირებენ, თუმცა აქამდე ფიორენტინას პრეზიდენტი როკო კომისო ფეხბურთელის სანაცვლოდ 35 მილიონს ითხოვდა, Calciomercato-ს ცნობით კი კონტრაქტის გამო მისი გაყიდვა 15-20 მილიონის სანაცვლოდ მოუწევთ, რისი გადახდაც ახალგაზრდა ტალანტში ურიგო წინადადება არ უნდა იყოს…