Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი, ინტერი და ლაციო ნიდერლანდელი მცველისთვის იბრძვიან

იტალიური გამოცემა Tuttomercato-ს ინფორმაციით, მილანი, ინტერი და ლაციო 30 წლის მარცხენა მცველის პატრიკ ვან აანჰოლტის გასაფორმებლად იბრძვიან.

ნიდერლანდელ ფეხბურთელს კრისტალ პალასთან კონტრაქტი 30 ივნისს ამოეწურა და ის თავისუფალი აგენტია, ანუ მისი გაფორმება ნებისმიერ მსურველს სრულიად უსასყიდლოდ შეეძლება.

იმის გამო, რომ ფეხბურთელის გაფორმება უფასოდ არის შესაძლებელი, აანჰოლტი წლიური ხელფასის სახით მინიმუმ 4 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა ჯერჯერობით ამ თანხის გადახდას არც ერთი იტალიური გუნდი არ აპირებს.