Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი, ინტერი და ტოტენჰემი ჟირუს ტრანსფერისთვის იბრძოლებენ

იტალიური და ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ოლივიე ჟირუს ჩელსიდან წასვლის საკითხი ფაქტობრივად გადაწყვეტილია და მისთვის სამი გრანდი, ინტერი, მილანი და ტოტენჰემი იბრძოლებენ.

34 წლის ფეხბურთელი გუნდის გეგმებში არ შედის, მან მიმდინარე სეზონში მხოლოდ 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ სასტარტოდან არც ერთი მათგანი არ ყოფილა.

მისი კონტრაქტი ჩელსისთან მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება და იანვარში გუნდებს ფრანგი ფეხბურთელის გაფორმება საკმაოდ დაბალ ფასად შეეძლებათ.