Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი, ინტერი, იუვე და ნაპოლი კაიო ჟორჟეს ტრანსფერზე მუშაობენ

სანტოსის ახალგაზრდა ფორვარდის კაიო ჟორჟეს სახელი ბოლო პერიოდში იტალიურ მედიაში აქტიურად იწერება და მისი დამატების სურვილი მილანის და იუვეს შემდეგ ნაპოლიმ და ინტერმაც გამოთქვეს.

19 წლის ბრაზილიელ ტალანტს სანტოსთან კონტრაქტი მიმდინარე წლის დეკემბერში ეწურება, თუმცა დაინტერესებულ მხარეს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მისი გაფორმება 9-10 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლება.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ამ მომენტისთვის ფავორიტად მილანი მიიჩნევა, რომელმაც ფეხბურთელის აგენტთან მოლაპარაკებები უკვე წამოიწყო, თუმცა ჯერჯერობით არც ერთ გუნდს სანტოსისთვის ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავს.