Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი იოვიჩის ტრანსფერზე მუშაობას უბრუნდება

ეპანური მედიის ინფორმაციით, მილანი მადრიდის რეალის ფორვარდის ლუკა იოვიჩის ტრანსფერზე მუშაობას განაახლებს.

იოვიჩი, რომელიც მომდევნო თვეში 24 წლის ხდება, გასული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში როსონერის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე იყო, თუმცა ფეხბურთელმა მაშინ მადრიდის დატოვება არ ისურვა.

სერბმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე საერთო ჯამში მოედანზე 95 წუთი გაატარა და აშკარაა, რომ ის ანჩელოტის გეგმებში არ შედის, ამიტომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდის დატოვება აქვს გადაწყვეტილი.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ბლანკოსი მზად არის იოვიჩი იჯარის წესით გაასხვისოს და ამ ოფციის გამოყენებას მილანი აპირებს, რომელსაც თავის მხრივ კონკურენციას ფიორენტინა გაუწევს, რომელიც დუშან ვლაჰოვიჩის შემცვლელის ძიებაშია.