Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი იოვიჩს არ ივიწყებს

ზლატან იბრაჰიმოვიჩთან კონტრაქტის გაფორმების მიუხედავად, მილანი ლუკა იოვიჩის ტრანსფერზე მუშაობას მაინც გეგმავს და მადრიდის რეალთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს. ზლატანს მომავალ სეზონში 39 წელი შეუსრულდება და მას შემცვლელი აუცილებლად დასჭირდება, დიავოლოს პრიორიტეტული ვარიანტი კი ლუკა იოვიჩია.

სამეფო კლუბის ერთი ფეხბურთელი, ბრაჰიმ დიასი მილანში უკვე ჩაფრინდა, სადაც ის სამედიცინო შემოწმებას გაივლის და როსონერის იჯარის წესით შეუერთდება, თუმცა Gazzetta dello Sport-ის მტკიცებით, მხარეები მხოლოდ დიასის იჯარაზე არ მუშაობდნენ და როსონერის ლუკა იოვიჩის არენდაც სურს.

გუნდებს შორის ბოლო პერიოდში ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა და სერბი ფეხბურთელის მილანის მაისურით ხილვა საკმაოდ რეალურია.

Leave a Reply

Your email address will not be published.