Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ისკოს გაფორმებას იანვარში შეეცდება

ესპანური მედიის ინფორმაციით, მილანის სატრანსფერო სამიზნე ისკო ალკარონი მადრიდის რეალს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვებს და მისი გაფორმების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი მილანი იქნება.

როსონერი ისკოს შეძენას გასული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდშიც ცდილობდა, თუმცა ესპანელმა ფეხბურთელმა გუნდში კარლო ანჩელოტის მისვლის შემდეგ დარჩენა გადაწყვიტა. იტალიელმა სპეციალისტმა მას მხოლოდ 166 წუთი მისცა, რითიც ესპანელი ფეხბურთელი უკამყოფილოა და Todofichajes-ის ინფორმაციით, ზამთარში გუნდის დატოვება სურს.

ისკოს რეალთან მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და როსონერის მისი გაფორმება ზამთარში საკმაოდ დაბალ ფასად შეეძლება.