Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ისკოს გაფორმებას ზამთარში შეეცდება

მადრიდის რეალის ნახევარმცველის ისკოს სახელს მილანს უკვე დიდი ხანია უკავშირებენ და როგორც ჩანს, გამონაკლისი არც ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა იქნება.

ესპანური გამოცემა Todofichajes-ის ინფორმაციით, როსონერი ესპანელი ნახევარმცველის გაფორმებას კიდევ ერთხელ იანვარში შეეცდება. წყაროს ცნობით, მილანის წარმომადგენლებმა ფეხბურთელის აგენტთან ზაფხულში რამდენიმე შეხვედრა უკვე გამართეს და შეეცდებიან, რომ ზამთარში მასთან პრე-კონტრაქტი გააფორმოს.

ისკოს მადრიდის რეალთან მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და როგორც ჩანს, მისი ბლანკოსიდან წასვლა უკვე გადაწყვეტილია, როსონერის კი მისი დამატება სრულიად უსასყიდლოდ შეეძლება.