Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ისკოს ტრანსფერზე იმუშავებს

როსონერი შემტევი ნახევარმცველის ძიებას განაგრძობს, რომელმაც გუნდში ჰაკან ჩალჰანოღლუ უნდა შეცვალოს და ბოლო კვირეებში მილანს არაერთი ახალგაზრდა თუ გამოცდილი ფეხბურთელის სახელი დაუკავირეს.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ასეთი ფეხბურთელების სიას რეალის ესპანელი ნახევარმცველი ისკო შეუერთდა.

29 წლის ფეხბურთელს ბლანკოსთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება და როგორც ჩანს, ის კარლო ანჩელოტის გეგმებში არ შედის, ამიტომ სავარაუდოდ ისკო ბლანკოსს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვებს, თუმცა როსონერის მის გასაფორმებლად ბევრი მუშაობა მოუწევს.

ესპანელი ფეხბურთელი მართალია ბოლო პერიოდში სასტარტო შემადგენლობაში რეგულარულად ვერ ხვდებოდა, მაგრამ ის მაინც მსოფლიო დონის ვარსკვლავად მოიაზრება და მილანის გარდა, მისი ტრანსფერის სურვილი არაერთმა გრანდმა გამოთქვა, თუმცა ბოლო პერიოდში მილანსა და რეალს შორის ჩამოყალიბებული შესანიშნავი ურთიერთობის გამო, მილანს გარკვეული უპირატესობა აქვს და ფაქტი, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნდა, ისკოს ტრანსფერის შანსს კიდევ უფრო ზრდის.