Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ისკოს ტრანსფერში დაწინაურდა

ესპანური მედიის ინფორმაციით, მადრიდის რეალის შემტევი ნახევარმცველი ისკო ბლანკოსის რიგებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვებს და მისი გაფორმების მთავარი კანდიდატი მილანი გახლავთ.

ისკოს მიმდინარე კონტრაქტი რეალთან სეზონის ბოლოს ეწურება და ის ბლანკოსის გეგმებში არ შედის, ამიტომ მილანს მისი გაფორმება იანვარში მინიმალური თანხის სანაცვლოდ შეეძლება.

Todofichajes-ის ინფორმაციით, ესპანელი ფეხბურთელის გაფორმების სურვილი არაერთმა გუნდმა გამოთქვა, მაგრამ ამ მომენტისთვის მისი გაფორმების მთავარი კანდიდატი სწორედ მილანია.