Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი იუვენტუსის ტალანტით ინტერესდება

იტალიური მედიის ცნობით, მილანის ხელმძღვანელობა ტეო ერნანდესის ალტერნატივას ეძებს, რომელიც ფრანგ ფეხბურთელს დასვენების საშუალებას მისცემს და მათ სიაში იუვენტუსის ახალგაზრდა ტალანტი ლუკა პელეგრინი მოექცა.

Calciomercato-ს ინფორმაციით, როსონერი ბალო-ტურეს ასპარეზობით უკმაყოფილოა და მისი ჩანაცვლება სწორედ 22 წლის იტალიელი მარცხენა მცველით სურთ.

მილანი პელეგრინის გაფორმებით ჯერ კიდევ 2019 წელს ინტერესდებოდა, როდესაც ის რომას საკუთრებაში იყო, თუმცა ფეხბურთელმა იუვენტუსში გადასვლა ამჯობინა, სადაც ჯერჯერობით არც თუ ისე ბევრ სათამაშო დროს იღებს და მიმდინარე სეზონში მოედანზე საერთო ჯამში 110 წუთი გაატარა.

წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსი ზაფხულში შემადგენლობის გადახალისებას გეგმავს და შესაბამისი წინადადების შემთხვევაში, პელეგრინის გაყიდვაზე დაფიქრდება.