Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი – იუვენტუსი პრევიუ

ხვალ ერთმანეთს სერია ა-ს ორი უძველესი მეტოქე, მილანი და იუვენტუსი დაუპირისპირდებიან და თამამად შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე სეზონში ეს იტალიის გამორჩეული დუელი იქნება.

მილანი შესანიშნავ სვლას აგრძელებს და სერია ა-ს ცხრილს ლიდერობს, იუვენტუსი კი ამ ეტაპზე მე-5 ადგილზე იმყოფება და როსონერის 10 ქულით ჩამორჩება. ტურინელებს ერთი თამაში მარაგში აქვთ, თუმცა ამ შეხვედრის წაგების შემთხვევაში მათი სკუდეტოსთვის ბრძოლა ნაკლებად მოსალოდნელი იქნება.

ამ შეხვედრას ორივე გუნდი საკმაოდ დიდი დანაკლისით ხვდება. მილანს ტრავმის გამო დიდი ალბათობით ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ისმაელ ბენასერი, მატეო გაბია და ალექსის საელემაეკერსი ვერ დაეხმარებიან, სანდრო ტონალის კი წითელი ბარათი აქვს და იუვესთან ვერც ის ითამაშებს.

იუვენტუსს კი ტრავმირებული ალვარო მორატა ჰყავს, რომელსაც ალექს სანდრო და ხუან კუადრადო დაემატნენ. ბრაზილიელ და კოლუმბიელ უკანახაზელებს კორონა ვირუსი დაუდასტურდათ და 10-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. ალექს სანდროს კორონა ვირუსი უდინეზესთან მატჩის შემდეგ დაუდასტურდა, რის შემდეგაც იუვენტუსის ყველა ფეხბურთელს სავალდებულო ტესტი ჩაუტარდა და COVID-19 კუადრადოსაც აღმოაჩნდა.

მილანი და იუვენტუსი აქამდე ერთმანეთს 217 მატჩში დაუპირისპირდნენ. აქედან 62-ჯერ მილანმა გაიმარჯვა, 69 შეხვედრა ფრედ დადსრულდა, 86-ჯერ კი გამარჯვებულები ტურინელები გამოვიდნენ.

მილანმა ამ მატჩებში 282 გოლის გატანა მოახერხა, იუვენტუსმა კი 324-ს.

სავარაუდო სასტარტო შემადგენლობები:

მილანი – დონარუმა; კალაბრია, კიაერი, რომანიოლი, ერნანდესი; კრუნიჩი, კესი; კასტილეხო, ჩალჰანოღლუ, ლეაო; რებიჩი

იუვენტუსი – შესნი; დანილო, ბონუჩი, დე ლიხტი, ფრაბოტა; მაკკენი, ბენტაკური, რემსი, კიეზა; დიბალა, რონალდუ