Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი – იუვენტუსი ჩაშლის პირას არის ?

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსის მილანში გამგზავრება გუნდში გართულებული კორონა ვირუსის სიტუაციის გამო გადაიდო.

ტურინელთა შემადგენლობაში კორონა ვირუსი ჯერ ალექს სანდროს, შემდეგ კი ხუან კუადრადოს დაუდასტურდათ. ანდრეა პირლომ კი პრესკონფერენციის დროს აღნიშნა, რომ პაულო დიბალას, რომელმაც კორონა ვირუსი ერთხელ უკვე გადაიტანა, გუშინ სიცხე ჰქონდა.

ჯანდაცვის უსაფრთხოების წარმომადგენლების მოთხოვნით, იუვენტუსის ყველა წევრს ხელახალი ტესტი უნდა გაუკეთდეს და მათ მილანში გამგზავრების საშუალება მხოლოდ ამის შემდეგ მიეცემათ, თუმცა მილანი ტურინიდან დაახლოებით 140 კილომეტრშია და თუ იუვეში ვირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლინდა, ბიანკონერის მატჩზე დასწრების პრობლემა არ უნდა შეექმნას.

განახლებული ინფორმაცია იხილეთ აქ.