Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი იუვეს დამარცხების შემთხვევაში მილიკს გაიფორმებს ?

დღეს მილანს კიდევ ერთი და შესაძლოა სეზონის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოცდა ელოდება, თუმცა გუნდი კვლავ შეტევის ლიდერის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის გარეშეა, რომელიც ნოემბრის შემდეგ ტრავმის გამო თამაშს ვერ ახერხებს.

როსონერის ბოლო პერიოდში არაერთი ფორვარდი დაუკავშირეს, თუმცა თითოეული მათგანი ბიუჯეტური, უკვე ასაკში შესული ფეხბურთელი იყო.

თუმცა, Gazzetta dello Sport-ის და PianetaMilan-ის ინფორმაციით, იუვენტუსთან გამარჯვების შემთხვევაში მილანის ხელმძღვანელობამ შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო ბიუჯეტუ გაზარდოს და ჯილდოს სახით ნაპოლის მილიკი გაიფორმოს, რომელსაც პარტენოპეისთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და მისი გაფორმება საკმაოდ დაბალ ფასად არის შესაძლებელი.

აქვე მოგახსენებთ, რომ მილანი მოჰამედ სიმაკანის ტრანსფერთან ძალიან ახლოს არის და უახლოეს დღეებში ფეხბურთელის მილანში ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება.