Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი, იუვე და ინტერი დე იონგის ტრანსფერს განიხილავენ

ესპანური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი, ინტერი და მილანი ბარსელონას ნახევარმცველის ფრენკი დე იონგის სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან და ფეხბურთელის ბლაუგრანადან წასვლის შემთხვევაში, მის დამატებაზე მუშაობას გეგმავენ.

დე იონგი ბარსელონას 2019 წლის იანვარში აიაქსიდან 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, თუმცა ესპანური გამოცემა DonBalon-ის ინფორმაციით, ფეხბურთელი კატალონიურ გრანდში ბედნიერი არ არის და გუნდის დატოვება უნდა.

წყაროს ცნობით ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ ბარსელონას უახლოეს წლებში ტიტულისთვის ბრძოლა არ შეუძლია და გუნდის გამოცვლის იმედი აქვს.

DonBalon-ის მტკიცებით, დე იონგის გუნდიდან წასვლის შემთხვევაში მისი დამატება არაერთ ევროპულ გრანდს ენდომება, მათ შორის იუვე, ინტერი და მილანი არიან, არსებული კრიზისის გამო კი ბარსელონა ფეხბურთელს იჯარით თუ გაუშვებს, რადგან 75 მილიონს მის სანაცვლოდ ახლა არავინ არ გადაიხდის.