Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი, იუვე და პსჟ ნაპოლის ნახევარმცველისთვის იბრძოლებენ

იტალიური მედიის ცნობით, ზაფხულში ფაბიან რუისი დიდი ალბათობით ნაპოლის რიგებს დატოვებს და მისი ტრანსფერით ამ ეტაპზე პსჟ, მილანი და იუვენტუსი ინტერესდებიან.

ესპანელ ფეხბურთელს ნაპოლისთან მიმდინარე ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და ის პარტენოპეის რიგებში ხელფასის სახით 1.5 მილიონ ევროს იღებს, რაც გუნდის შემადგენლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

დე ლაურენტისს მისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზება და ხელფასის მნისვნელოვნად გაზრდა სურს, თუმცა იმ პირობით, თუ რუისი კონტრაქტში გამოსასყიდი პუნქტის ჩადებას დათანხმდება, რომელიც 100 მილიონი ევრო იქნება, რუისს კი უფრო მეტი თავისუფლება სურს და ამ პუნქტის წინააღმდეგია.

რუისის სახელს ბოლო პერიოდში ატლეტიკოს, რეალს და ბარსელონას უკავშირებდნენ, თუმცა Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ამ ეტაპზე ყველაზე აქტიურები მილანი, იუვენტუსი და პსჟ არიან. პატენოპეი მის სანაცვლოდ 50-60 მილიონ ევროს ითხოვს და თუ 25 წლის ფეხბურთელმა ნაპოლი დატოვა, დე ლაურენტისი მის სანაცვლოდ როდრიგო დე პაულის გაფორმებას ეცდება.