Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი კაიო ჟორჟეს სანაცვლოდ წინადადების გაზრდას არ აპირებს

მილანი კაიო ჟორჟეს ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს, თუმცა იტალიური მედიის ინფორმაციით როსონერი სანტოსს გაუმჯობესებული წინადადებით აღარ მიმართავს.

ოლივიე ჟირუს გაფორმების შემდეგ, მალდინის გუნდში ახალგაზრდა ფორვარდის მიყვანა სურს და მისი მთავარი სამიზნე სანტოსის 19 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი გახლავთ, რომლის კონტრაქტიც 31 დეკემბერს იწურება და ჟორჟეს კარიერის გაგრძელება ევროპაში სურს.

SportMediaset-ის ინფორმაციით, როსონერი სანტოსს ჟორჟეს სანაცვლოდ 3 მილიონ ევროს სთავაზობს და ამ წინადადების გაზრდას არ აპირებს. ბრაზილიელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ 8-9 მილიონის გამომუშავება სურს, თუმცა ჟორჟეს მილანში გადასვლა სურს და როსონერის იმედი აქვს, ფეხბურთელის სურვილიდან გამომდინარე სანტოსს დათმობაზე წასვლა მოუწევს…