Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი კალაბრიასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგამვს

სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ, მილანის მთავარი საზრუნავი ჯიჯო დონარუმასთან და ჰაკან ჩალჰანოღლუსთან კონტრაქტების გახანგრძლივება იქნება, თუმცა როსონერის ხელმძღვანელობა იმ ფეხბურთელებთანაც აპირებს მოლაპარაკებების წამოწყებას, რომელთა კონტრაქტიც 2022 წელს იწურება და ერთ-ერთი მათგანი დავიდე კალაბრიაა.

Tuttosport-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის ამ თემაზე პირველი საუბარი უკვე შედგა, თუმცა ჯერჯერობით მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაში არ არის. მილანი ფეხბურთელის ხელფასს 1.1 მილიონიდან 2 მილიონამდე გაზრდის და მას ხელშეკრულებას 2025 წლამდე გაუფორმებს.