Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი კალაბრიას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

მილანი და დავიდე კალაბრია ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ და მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.

არც თუ ისე წარმატებული გასული სეზონის შემდეგ ვარაუდობდნენ, რომ მილანი კალაბრიას გაყიდდა, თუმცა 24 წლის ფეხბურთელმა სეზონი შესანიშნავად დაიწყო, გუნდის ხელმძღვანელების ნდობა დაიბრუნდა და ახალი კონტრაქტიც დაიმსახურა.

გავრცელებული ინფორმაციით, მილანის აკადემიის აღზრდილი როსონერისთან კონტრაქტს 2024 წლის ივნისამდე გაახანგრძლივებს და იქიდან გამომდინარე, რომ ფეხბურთელს ხელფასის მომატება არ მოუთხოვია, მისი გასამრჯელო სეზონში 1 მილიონი ევრო დარჩება.