Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი კალდარას შენარჩუნებას განიხილავს

იტალიური მედიის ცნობით, მილანი მატია კალდარას შენარჩუნებას, რომელიც გუნდს ატალანტაში გატარებული იჯარიდან დაუბრუნდა, სერიოზულად განიხილავს.

ზაფხულში დიდი ალბათობით მილანს გუნდის კაპიტანი ალესიო რომანიოლი დატოვებს, რომელმაც ძირითად შემადგენლობაში ადგილი ფიკაიო ტომორის დაუთმო და სათამაშო დროის სიმცირის გამო გუნდის დატოვება სურს, მილანს კი წინ დატვირთული სეზონი ელოდება და როტაციისთვის პიოლის მაღალი დონის ცენტრალური მცველი აუცილებლად დასჭირდება, ასეთად კი Tuttosport-ის ცნობით მილანი სწორედ კალდარას მოიაზრებს.