Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი კალიარის ნახევარმცველის ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს

მილანი კალიარის ნახევარმცველის რაზვან მარინის ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს და როსონერის წარმომადგენლებსა და სარდინიელებს შორის გუშინ მილანში შეხვედრა გაიმართა.

25 წლის რუმინელი ფეხბურთელი აიაქსის საკუთრებაში იმყოფება და კალიარიში იჯარით ასპარეზობს, თუმცა მათ ფეხბურთელის გამოსყიდვა 10 მილიონად შეუძლიათ და მარინის გამოსყიდვას და მარინის უფრო სარფიანად გაყიდვას გეგმავენ.

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, მარინის სანაცვლოდ მიღებული 15-მილიონიანი წინადადება კალიარიმ უარით უკვე გაისტუმრა და როსონერის უკეთესი წინადადების მომზადება მოუწევს.