Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი კალულუს ახალ კონტრაქტს უმზადებს

მიმდინარე სეზონში მილანის რიგებში ერთ-ერთი ყველაზე დიდი აღმოჩენა ახალგაზრდა ფრანგი უკანახაზელი პიერ კალულუ გახდა და როსონერი მზად არის, ის ახალი კონტრაქტით დააჯილდოვოს.

21 წლის ფრანგმა ტალანტმა სიმონ კიაერის ტრავმით ისარგებლა, გუნდის კაპიტანი ალესიო რომანიოლი სასტარტო შემადგენლობიდან ამოაგდო და სტეფანო პიოლის გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრი გახდა.

სწორედ კალულუ-ტომორის დამსახურებაა, რომ დაცვის ხაზი მილანის ერთ-ერთ უძლიერეს კვანძად იქცა და MilanNews-ის ინფორმაციით, კალულუს მიმართ გაზრდილი ინტერესის გამო, როსონერი მზად არის მისი მიმდინარე კონტრაქტი, რომელიც 2025 წლის ზაფხულში იწურება, კიდევ 1 წლით გაახანგრძლივოს, ფეხბურთელს კი ხელფასი 1.2 მილიონ ევრომდე გაუზარდოს, რაც მის ახლანდელ გასამრჯელოზე 3-ჯერ მეტია…