Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი კამარას არ იწივყებსმილანი კამარას არ იწივყებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანი მარსელის ნახევარმცველის ბუბაკარ კამარას ტრანსფერით კვალვ დაინტერესებულია და იანვარში მის გაფორმებას შეეცდება.

აფრიკის თასი ნელ-ნელა ახლოვდება, რომლის დროსაც როსონერი ბენასერს და კესის დაკარგავს, მილანი კი სკუდეტოსთვის იბრძვის და ნახევარდაცვის გაძლიერება აუცილებლად დასჭირდება.

მალდინი-მასარას დუეტი კამარას ტრანსფერთან ერთად იასინ ადლის იჯარის შეწყვეტასაც განიხილავს, რომელიც მილანის საკუთრრებაშია და ბორდოში არენდით ასპარეზობს, მაგრამ Calciomercato-ს ცნობით, კამარა მათი პრიორიტეტული სამიზნეა.

21 წლის ფეხბურთელს მარსელთან მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და იტალიურ გრანდს მისი გაფორმება ზამთარში საკმაოდ იაფად შეეძლება, მთავარი პრობლემა კი გაზრდილი კონკურენციაა…