Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი კასტილეხოს გამოყენებას ნაბილ ფეკირის ტრანსფერში გეგმავს

მილანი სამუ კასტილეხოს გაყიდვის მცდელობას განაგრძობს და ამ ეტაპზე ერთადერთი დაინტერესებული მხარე რეალ ბეტისი გახლავთ, თუმცა ესპანელებს როსონერის მოთხოვნილი 8 მილიონის გადახდა არ სურთ.

MilanLive-ს ინფორმაციით, მილანმა შესაძლოა იდეალური გამოსავალი იპოვნა. როსონერი ჰაკან ჩალჰანოღლუს შემცვლელს ეძებს და წყაროს ინფორმაციით, მათ შესაძლოა ბეტისს კასტილეხოს ტრანსფერში ფრანგი შემტევი ნახევარმცველის ნაბილ ფეკირის ჩართვა მოსთხოვონ, რომელიც უკვე დიდი ხანია როსონერის რადარზე იმყოფება.

27 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში ჩატარებულ 38 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა. მისი სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონია, ამიტომ მილანს გარკვეული თანხის დამატებაც მოუწევს.