Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი კასტილეხოს გაყიდვას ცდილობს…

ანდრეა კონტის შემდეგ, როსონერი ამჯერად გუნდიდან სამუ კასტილეხოს გაშვებას ცდილობს, თუმცა მისდამი გამოთქმული დიდი ინტერესის მიუხედავად, ჯერჯერობით მილანი საბოლოო შეთანხმების მიღწევას ვერც ერთ მათგანთან ვერ ახერხებს.

დანიელე ლონგოს ცნობით, კასტილეხოს აგენტი ფეხბურთელის ლა ლიგაში დაბრუნებაზე მუშაობს და მის მიმართ ინტერესს სელტა, ხეტაფე, ესპანიოლი და მალიორკა იჩენენ, მაგრამ პრობლემა ფეხბურთელის ხელფასია.

კასტილეხო მილანში წლიურად ხელფასის სახით 2.5 მილიონ ევროს იღებს და გასამრჯელოს შემცირება არ სურს, რაც როსონერის ხელმძღვანელობას საქმეს საგრძნობლად ურთულებს.