Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი კასტილეხოს ვერ ყიდის…

მილანი სამუ კასტილეხოს მსურველების ძიებას განაგრძობს, თუმცა მისი მსურველის პოვნას ჯერჯერობით ვერ ახერხებს, რაც როსონერის მისი შემცვლელის გაფორმებაში უშლის ხელს.

კასტილეხოს სახელი სატრანსფერო ფანჯრის გახსნის დღიდან არაერთ ესპანურ გუნდს დაუკავშირეს, თუმცა თითოეულ მათგანს ფეხბურთელის იჯარით აყვანა სურდა, მილანი კი მის სანაცვლოდ 8 მილიონის მიღებას ახლავე ცდილობს, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ.

ესპანურ მედიაში იწერებოდა, რომ ხეტაფე მზად იყო კასტილეხოს სანაცვლოდ მოთხოვნილი 8 მილიონი გადაეხადა, მაგრამ ესპანელებს ჯერჯერობით მილანისთვის ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავთ, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კი სულ რამდენიმე დღე დარჩა…