Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი კასტილეხოს შემცვლელის დამატებასთან ახლოს არის

დანიური გამოცემა BT-ს ინფორმაციით, მილანი კოპენჰაგენის ფეხბურთელის მოჰამედ დარამის ტრანსფერზე აქტიურობს და მის დახურვას ცდილობს.

19 წლის მარჯვენა შემტევმა, რომელსაც ცენტრაული თავდამსხმელის პოზიციაზეც შეუძლია თამაში, ასაკის მიუხედავად კოპენჰაგენის რიგებში უკვე 82 მატჩის ჩატარება მოასწრო. გასულ სეზონში მან 5 გოლთან ერთად 3 საგოლე გადაცემის გაკეთებაც მოახერხა.

წყაროს ცნობით, კოპენჰაგენი დანიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ, რომელსაც მილანი კასტილეხოს შემცვლელად მოიაზრებს, 10 მილიონ ევროს ითხოვს.