Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი კასტილეხოს შემცვლელად უნდერს განიხილავს

იტალიური მედიის ცნობით, მილანი სამუ კასტილეხოს მსურველების ძიებას განაგრძობს და მისი გუნდიდან წასვლის შემთხვევაში, როსონერი რომადან ჩენგიზ უნდერის დამატებას შეეცდება.

23 წლის ფეხბურთელმა გასული სეზონი იჯარის წესით ლესტერში გაატარა და რომას დაუბრუნდა, თუმცა ის მოურინიოს გეგმებში არ შედის და ჯალოროსის თურქი ფეხბურთელის გასხვისება სურს.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მილანმა ბეტისიდან კასტილეხოს ტრანსფერზე წინადადება მიიღო და მხარეებს შრის მოლაპარაკებები უკვე დაიწყო, მისი წასვლის შემთხვევაში კი რომადან უდნერს დაახლოებით 10 მილიონად დაიმატებს.