Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი კესისთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს

Tuttomercato-ს ინფორმაციით, მილანი ფრანკ კესის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს. კესის მიმდინარე ხელშეკრულებას ვადა 2022 წლის ივნისამდე აქვს და როსონერის იმედი აქვს, რომ ფეხბურთელის შენარჩუნებას 2024 წლამდე მოახერხებს.

კესი მილანს 2017 წელს ატალანტადან 2-წლიანი იჯარით შეუერთდა, 2019 წელს კი გუნდის სრულფასოვანი წევრი გახდა. 23 წლის ფეხბურთელი პიოლის მილანში ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა და გუნდს მისი დაკარგვა ნამდვილად არ სურს.

კესიმ მიმდინარე სეზონში 2 გოლის გატანა მოახერხა და მილანს სატურნირო ცხრილის პირველი ადგილის დაკავებაში დაეხმარა.