მილანი კესისთან მიმართებაში გამონაკლისს დაუშვებს
მილანი ფრანკ კესის კონტრაქტზე მუშაობას განაგრძობს და MilanNews-ის ინფორმაციით, როსონერის ხელმძღვანელობამ გუნდის მფლობელებისგან თანხმობა მიიღო, რომ კოტ-დიუვარელ ფეხბურთელთან მიმართებაში გამონაკლისი დაუშვას და სახელფასო ჭერს გადააჭარბოს.
კესის მიმდინარე კონტრაქტი მილანთან 2022 წლის 30 ივნისს იწურება და მისი აგენტები ფეხბურთელის ხელფასის გაზრდას ახალი ხელშეკრულების სანაცვლოდ 2.2 მილიონიდან 6 მილიონამდე ითხოვენ.
წყაროს ინფორმაციით, ჯერჯერობით კონკრეტული რიცხვები არ სახელდება, მაგრამ მილანის ახალი წინადადება ფეხბურთელის მოთხოვნილ ხელფასთან ახლოს იქნება. კესი 23 ივლისიდან კოტ-დიუვარის ნაკრებთან ერთად იაპონიის ოლიმპიადაზე იასპარეზებს და როსონერის იმ დროისთვის მასთან ხელშეკრულების გახანგრძლივება სურს.