Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი კესისთან მოლაპარაკებებისთვის ემზადება

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანი ფრანკ კესის კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წამოწყებას აპირებს.

ალესიო რომანიოლისა და დავიდე კალაბრიას მსგავსად, კესის კონტრაქტი როსონერისთან 2022 წლის ზაფხულში იწურება და გუნდს ხელშეკრულების გახანგრძლივება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდამდე სურს.

წყაროს ინფორმაციით, პაოლო მალდინისა და ფეხბურთელის აგენტს ჯორჯ ატანგანას შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა და ფეხბურთელის აგენტი მილანს უახლოესი 2 კვირის განმავლობაში ეწვევა.