Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი კესისთვის შეთავაზებული კონტრაქტის გაუმჯობესებას არ აპირებს

Calciomercato-ს ინფორმაციით, მილანმა საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ ფრანკ კესისთვის შეთავაზებული კონტრაქტის გაუმჯობესებას არ აპირებს და საბოლოო სიტყვა ახლა კოტ-დიუვარელ ფეხბურთელს ეკუთვნის.

კესიმ მიმდინარე სეზონი არც თუ ისე წარმატებულად დაიწყო და ის ფიზიკურად ისეთივე დომინანტი ვეღარ არის, როგორიც გასულ სეზონში იყო.

წყაროს ცნობით, მილანი მისი შენარჩუნების იმედს არ კარგავს, თუმცა ფეხბურთელს კვლავ პროგრესულ ხელშეკრულებას სთავაზობს, რომლის მიხედვითაც კესის ხელფასი პირველი 2 წლის განმავლობაში 5.5 მილიონი, შემდეგ სეზონში 6, ბოლო 2 წელი კი 6.5 მილიონი იქნება და როსონერი უფრო სარფიან პირობებს აღარ შესთავაზებს.