Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი კესის ახალი კონტრაქტით დააჯილდოვებს

მილანში სტეფანო პიოლის მისვლის შემდეგ, ფრანკ კესი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა გახდა და გუნდის ბოლოდროინდელ წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის, რის გამოც როსონერი მზად არის, ფეხბურთელს ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტი შესთავაზოს.

ატალანტას ყოფილი ფეხბურთელის გაფორმება არაერთმა გუნდმა სცადა, თუმცა კესიმ მილანში დარჩენის სურვილი დააფიქსრიდა რა რამდენიმე ევროპული გრანდი უარით გაისტუმრა.

კესი მილანს 2017 წელს შეუერთდა და მას დიავოლოსთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. გუნდისთვის ამ ეტაპზე პრიორიტეტული ჯიჯო დონარუმასა და ჰაკან ჩალჰანოღლუს კონტრაქტების გაფორმებაა, თუმცა Calciomercato-ს ინფორმაციით, უახლოეს მომავალში მალდინი და მასარა კესის კონტრაქტზე დაიწყებენ მუშაობას.

23 წლის კოტ-დიუვარელმა ფეხბურთელმა მილანის რიგებში 136 მატჩი ჩაატარა და 16 გოლის გატანა მოახერხა.

Leave a Reply

Your email address will not be published.