Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი კესის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

MilanNews-ის ინფორმაციით, როსონერის ხელმძღვანელობა ფრანკ კესის ახალ კონტრაქტს უმზადებს.

კოტ-დიუვარელმა ფეხბურთელი, რომელმაც მიმდინარე სეზონში 11 მატჩში 1 გოლის გატანა მოახერხა, გუნდის ბოლოდროინდელ წარმატებაში ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა.

კესის მიმდინარე კონტრაქტი მილანთან 2022 წლის ივნისში იწურება და გუნდის ხელმძღვანელობას არ სურს, რომ კესის შემთხვევაშიც დონარუმას და ჩალჰანოღლუს პრობლემას წააწყდნენ, ამიტომ მათ კონტრაქტის გახანგრძლივება ახლავე სურთ.

გამოცემის ინფორმაციით, დიავოლო პირველ რიგში ჯიჯო დონარუმას და ჰაკან ჩალჰანოღლუს კონტრაქტებზე მუშაობს, თუმცა კესის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები უკვე ჩანიშნულია.